ირაკლი კობახიძე – სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას


ავტორი
Front News საქართველო
თავიდანვე ვთქვით რა არის ჩვენი პოლიტიკა. ერთი რომ სანქციებს არ ვაწესებს, მაგრამ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება, რაც ყველა პარტნიორმა დაადასტურა.
“ყოველ ჯერზე, როცა ოპონენტების მხრიდან ვრცელდებოდა ტყუილები, ჩვენ ვავრცელებდით სათანადო ინფორმაციას და საბოლოო ჯამში, ყველა პარტნიორმა დაადასტურა, რომ საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება. ეს არის ფაქტი. ჩვენ ყველა კითხვაზე ვპასუხობთ ფაქტებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი – არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლება არ აყვება მოღალატეების სცენარს, ასევე არ დააწესებს სანქციებს

ირაკლი კობახიძე – მოლდოვა არც სანქციებს უერთდება, არც სხვა განსაკუთრებულ ზომას იღებს, დსთ-ის წევრად რჩება, არავის არ უთქვამს, რომ ამის გამო მოლდოვის ხელისუფლება არის პრორუსული