ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, პირობას არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევ


ავტორი
Front News საქართველო
მთელ რადიკალურ ოპოზიციას შემიძლია, დავპირდე, რომ 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ჩემი პირობა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ არასდროს ასეთი თავდაჯერებული არ ყოფილა, როგორც დღეს არის.
“რაც შეეხება საარჩევნო შედეგს, არასდროს ისეთი თავდაჯერებული არ ვყოფილვართ ამ შედეგის კუთხით, როგორც დღეს ვართ. საუბარი არ არის არც 40, 43, 58 პროცენტზე და ასე შემდეგ, საუბარია, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება. ამაზე მეტყველებს მათ შორის ინფორმაცია, რომელიც მივაღწიეთ ჩვენ შტაბებთან შეხვედრების დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ, თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება

ირაკლი კობახიძე – ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგ არჩევნები ჩატარდება 2024 წელს

ირაკლი კობახიძე – სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, პარლამენტი მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება