Logo

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
192
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ  მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობას.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Advertisement