Logo

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
311
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

ხაზი გაესვა არსებული საერთაშორისო დღის წესრიგის გათვალისწინებით, ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაძლიერების აუცილებლობას.

ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას.

მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები