ირაკლი კობახიძე საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლოზ აფხაზავას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ელჩებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი ყურაშვილს აქვს დიპლომატიის სფეროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.
2023-2025 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, 2017-2022 წლებში - არგენტინის რესპუბლიკაში, ხოლო 2012-2017 წლებში - შვეიცარიის კონფედერაციაში.
2022-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს. ირაკლი ყურაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ნიკოლოზ აფხაზავა, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2012-2017 წლებში ის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში, ხოლო 2017-2022 წლებში იკავებდა მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას. ნიკოლოზ აფხაზავას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს