
ავტორი
Front News საქართველო
ინსტიტუციური ცვლილებები დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ამასაც სჭირდება გაგრძელება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა გამოწვევაზე უნდა იმუშაოს სუსის ახალმა უფროსმა.
"რეალურად, გამოწვევები ბევრი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო წარმატებული სამსახურის საქმიანობა, გამოწვევები რჩება საკმაოდ ბევრი. ყველა მიმართულებით არის ყურადღება და სიფრთხილე საჭირო. საფრთხეები არსად წასულა. თქვენ ხედავთ, რა მძიმე ვითარებაა ზოგადად გლობალურად, ჩვენს რეგიონში, ჩვენს გარშემო. ასეთ პირობებში საჭიროა მუდმივი სიფრთხილე, სიფხიზლე. ასევე, ინსტიტუციური ცვლილებები დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ამასაც სჭირდება გაგრძელება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს