
ავტორი
Front News საქართველო
როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – “ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში”.
მისი თქმით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის მქონე ქვეყნად იქცა ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში.
“მახარებს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და მადლობას ვუხდი სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან დროული დებატების წამოწყებისთვის.
1946 წლის გაეროს პირველ სესიაზე დამფუძნებლები მსოფლიოს დაჰპირდნენ გაერთიანებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას. 2 ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რითაც სულადობრივად, ერთ-ერთ ყველაზე დიდი წვლილის შემტან ქვეყნად იქცა საქართველო ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. 32-მა მამაცმა ქართველმა ჯარისკაცმა გაიღო საბოლოო მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით სხვა დაშავდა თავისუფლებისა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს