
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველო ყოველთვის ახერხებდა სწორი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას, რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის მაქსიმალურად უზრუნველყოფას ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.
მისი თმით, საქართველო მზად არის, მედიატორის რანგში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებების უზრუნველყოფაში.
“ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველო ყოველთვის ახერხებდა სწორი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას , რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის მაქსიმალურად უზრუნველყოფას ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად ამიერკავკასიაში. რა თქმა უნდა, ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას. თუ იქნება ინტერესი, რომ საქართველო მედიატორის რანგში ან სხვა კუთხით კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებების უზრუნველყოფაში და ა.შ, ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ ამ კუთხით ჩვენს მზაობას. რა თქმა უნდა, ეს მზაობა ახლაც არის ძალაში. თუ იქნება ეს ინტერესი, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერა შევთავაზოთ ორივე ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს