ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
“ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა