
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი, სინამდვილეში ისინი საარჩევნო კამპანიას მართავენ ქვეყნის გარეთ, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო კამპანიებს ვერ ატარებენ, აქვთ ხან კულინარიული შოუ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები.
“საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები ვერ დავაკონკრეტებ გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან იმართება ეს ბრიფინგი, რომლებსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი. ვერაფერს ამბობენ, კამპანიებს ვერ ატარებენ აქვთ ხან კულინარიული შოუ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები. რეალურად საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში ისინი საარჩევნო კამპანიას მართავენ ქვეყნის გარეთ, რაც სამწუხაროა. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამისათვის მათთვის ხდება პლატფორმების შეთავაზება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთი აქტები რეალურად გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ამომრჩევლის ნებაზე, რომელიც გამოიხატება რეალურად 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს