
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაეროს ახლად დანიშნულ მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობისა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ნაყოფიერ პარტნიორობას, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა.
“მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გაეროს მუდმივი კოორდინატორის ძალისხმევას ქვეყნის საჭიროებებისა და ეროვნული პრიორიტეტების მხარდაჭერაში, მათ შორის, 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ეფექტურად განხორციელების მიმართულებით.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს