ირაკლი კობახიძე – საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება, ვერც დანილოვი და ვერც სხვები ამას ვერ მიაღწევენ

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს გამოეხმაურა.
“მაგ საბჭოს მდივანი არის ოლექსი დანილოვი, რომელიც ომისკენ, მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდებს. მეტი კომენტარი ამას არ სჭირდება. დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, თან ცდილობს დაშანტაჟებას. რისთვის ითხოვს დაშანტაჟებას? მეორე ფრონტისთვის. ლოგიკა თქვენთვის მომინდვია.
საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება, ვერც დანილოვი და ვერც სხვები ამას ვერ მიაღწევენ“, – განუცხადა კობახიძემ “ტვ პირველს“.
უკრაინის “შავ სიაში” ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტატე მამაცაშვილი მოხვდნენ.
სანქციები შეეხებათ ასევე ბიზნესმენებს: დავით იაკობაშვილს, ალექსანდრე ჯაფარიძეს და გიორგი ჯაფარიძეს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




