
ავტორი
Front News საქართველო
კანონის მიხედვით, 1 მარტს უნდა ამოქმედდეს ორივე სამსახური, შესაბამისად, ამ კვირაში გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელთა არჩევა იქამდე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას სარჩელს განიხილავდა.
“სარჩელის შეტანა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს ვერ განაპირობებს პარლამენტის დღის წესრიგს. ჩვენ პარლამენტში გვაქვს საკუთარი დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც ამ კვირაში უკვე განიხილება ეს საკითხი როგორც კომიტეტის დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე. სარჩელი როდის განიხილება, ეს არავინ იცის, პარლამენტს კი მისაღები აქვს გადაწყვეტილება.
კანონის მიხედვით, 1 მარტს უნდა ამოქმედდეს ორივე სამსახური, შესაბამისად, ამ კვირაში გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. მე მგონია, რომ ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს კონკრეტული სამართლებრივი მიზეზების გამო, თუმცა ჩვენ უნდა მივყვეთ კანონის ვადებს.
საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ორი კანდიდატურაა წარმოდგენილი. კომიტეტი მათ მოუსმენს და წარმოადგენს საკუთარ რეკომენდაციას, სამშაბათს კი პლენარულ სხდომაზე ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ხვალვე შეიკრიბება უმრავლესობა და ჩამოვყალიბდებით კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს