
ავტორი
Front News საქართველო
“კარგად ვიცით და გვახსოვს, რა შედეგამდე მიიყვანა ქვეყანა იმან, როდესაც “ნაცმოძრაობას“ ჰქონდა კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე და ჰქონდა გავლენა საკადრო გადაწყვეტილებებზე სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა ის პრაქტიკა გავიმეოროთ, რადგან ამ პრაქტიკის შედეგები იყო ის, რომ სასამართლო ხელისუფლება 2012 წლამდე იყო ქცეული რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად. ეს პრაქტიკა არასდროს უნდა აღდგეს საქართველოში, ამას ჩვენ არ დავუშვებთ,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძე “ხალხის ძალის“ მიერ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არის მცდელობა, აღდგეს „ნაცმოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე.
“არის აშკარა მცდელობა, რომ აღდგეს „ნაცმოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე. სამწუხაროა, რომ ამ მცდელობაში ნებსით თუ უნებლიედ, სხვადასხვა სუბიექტია ჩართული. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ხშირად შემოდის ხოლმე მათ შორის, პარლამენტში ისეთი ინიციატივები, რომლის პირდაპირი მიზანია „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის აღდგენა სასამართლო ხელისუფლებაზე. მაგალითად, კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რომელიც არის შემოთავაზებული სხვადასხვა სუბიექტის მიერ, სწორედ ამას ემსახურება. ხშირად გვესმის ინიციატივები ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს სასამართლოს წმენდას, ახალი კადრების შემოყვანას მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ ჩართულობით. ასეთი ინიციატივები ჩვენთვის არის რადიკალურად მიუღებელი და ასეთ ინიციატივებს ბუნებრივია, ვერც წარსულში ვიზიარებდით და ვერც მომავალში გავიზიარებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს