Logo

ირაკლი კობახიძე - სატელეფონო საუბარი მქონდა ილჰამ ალიევთან, ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას

პოლიტიკა
166
Frontnews image description

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

მისი თქმით, საუბრისას დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

“ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. გამოვთქვი საქართველოს სოლიდარობა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას”, - წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები