ირაკლი კობახიძე - საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს, სამარცხვინო ტყუილებს კადრულობს ეს ტელევიზია

ავტორი
Front News საქართველო
რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ითქვა, თითქოს ის ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამარცხვინო ტყუილია.
"რამდენიმე დღის წინ ამ სამარცხვინო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს შს აკადემიაში დავდიოდი აუზზე და საერთოდ იხურებოდა პოლიციელებისთვის აუზი. საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს კადრულობს ეს ტელევიზია. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გივი მიქანაძე ჩემთვის აუზში საცურაოდ კეტავდა კონკრეტულ აუზს, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებული სამარცხვინო ტყუილია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




