
ავტორი
Front News საქართველო
საუბრის ერთ-ერთი თემა ალბათ, სააკაშვილიც იქნება, თუმცა, ჩვენთვის მთავარია, მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებას უკავშირდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომელიც ქართველ დეპუტატებთან ერთად სტრასბურგში იმყოფება.
მმართველი პარტიის ლიდერები ინდივიდუალურ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან და ევროპარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებთან გამართავენ.
“ყველა თემას შევეხებით, რაც ადგილობრივ პოლიტიკას და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა ალბათ, სააკაშვილიც იქნება, თუმცა, ჩვენთვის მთავარია მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებას უკავშირდება. ქვეყნისთვის და ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დღის წესრიგი შეიცვალოს, ამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ეს თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა იმ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, საუბარი სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.
სტრასბურგში უმრავლესობის დეპუტატების გარდა ფრაქცია “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი იმყოფება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს