
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა.
“ბანაკი 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების ორ ნაკადს უმასპინძლებს.
პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქართულ და უკრაინულ ენებზე სიმღერები შეასრულეს.
უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, გრემსა და ნეკრესში.
5-19 ივლისს ბანაკი მეორე ნაკადს – უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს უმასპინძლებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს