Logo

ირაკლი კობახიძე – საზოგადოება დაღალეს უკვე უაზრო საუბრით ამ ყველაფერთან დაკავშირებით

პოლიტიკა
1537
Frontnews image description

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს”.

 

“ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე. არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ისაა, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაციაა “ნაცმოძრაობის შიგნით“, ფორმალურმა თავმჯდომარემ თვითონ გათქვა ეს საიდუმლო, შესაბამისად, ბუნებრივია, დასკვნები მარტივია“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, საზოგადოება სააკაშვილის მკურნალობაზე საუბრით დაიღალა.

 

“საქართველოში არის 9 500 პატიმარი, 9 500 პატიმარი იხდის სასჯელს და ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ უაზრო საუბრით ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები