
ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი.
“ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები. ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ და ამასთან არის დაკავშირებული ის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ამ უპრეცედენტო აქტივობით რეალურად გაირკვა ის, რომ საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, “ქართულ ოცნებას“ და საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას, რისთვისაც ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს