ირაკლი კობახიძე სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე.
“მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება.
შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი ჩიქოვანი სენატორ ჯინ შაჰინს და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა

ირაკლი კობახიძე – სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან კიდევ ერთხელ აღვნიშნე მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს თიანეთსა და თელავში შეხვდებიან