ირაკლი კობახიძე – შაიშმელაშვილი მუშაობდა გდდ-ის 17 სტრუქტურული ერთეულიდან ერთ-ერთში, ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა

ავტორი
Front News საქართველო
ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილის უფროსის ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ირაკლი შაიშმელაშვილი არ იყო მაღალჩინოსანი, ის მუშაობდა გდდ-ის 17 სტრუქტურული ერთეულიდან ერთ-ერთში.
“ეს ჩვეულებრივი შარლატანია, არანაირი სერიოზული კომენტარი ამასთან დაკავშირებით. მაღალჩინოსანი არ იყო. გდდ-ში არის 17 სტრუქტურული ერთეული და ამ 17-დან ერთ-ერთში მუშაობდა ეს კაცი. ეს არ იყო მაღალი თანამდებობის პირი. ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




