Logo

ირაკლი კობახიძე – შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს დაგვითმოს ეთერი საჯარო დისკუსიისთვის

პოლიტიკა
03.12.2024 / 20:55
Frontnews image description

ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს მე და შალვა პაპუაშვილს დაგვითმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესთან და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წერს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად“, – წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები