
ავტორი
Front News საქართველო
შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, კანონის მიღების შემთხვევაში ხომ არ ელოდება დასავლეთისგან სანქციებს “ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ.
მისი თქმით, ადრეც იყო შანტაჟის ენით საუბარი რევოლუციის მცდელობებთან ერთად.
“2020 წელს გვესაუბრებოდნენ შანტაჟის ენით, 2021-ში, 2022-ში, 2023-ში და შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ეს ხალხიც არის გამოცდილი და აქვს თავისი ღირსება. ამიტომ, ჩვენთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს