Logo

ირაკლი კობახიძე - შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და ამ მიმართულებით განვითარება გაგრძელდება

პოლიტიკა
302
Frontnews image description

შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და გაგრძელდება ამ მიმართულებით განვითარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უმძიმესი წნეხის ქვეშ იყო გასული 4 წლის განმავლობაში, მაინც ინარჩუნებს პირველ ადგილს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

"რაც შეეხება ეკონომიკას, თქვენ ნახეთ, რომ უმძიმესი წნეხის ქვეშ იყო ჩვენი ქვეყანა გასული 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა 4 რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ ამ 4 წლის განმავლობაში, ამის მიუხედავად ჩვენ ვინარჩუნებთ პირველ ადგილს რეგიონში და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ეს გაგრძელდება. შანტაჟი აქამდეც მიმდინარეობდა ქვეყნის წინააღმდეგ, ახლაც ხორციელდება ეს შანტაჟი. შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და გაგრძელდება ამ მიმართულებით განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები