Logo

ირაკლი კობახიძე – შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის

პოლიტიკა
07.03.2023 / 22:39
Frontnews image description

შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

“მარტივად გეტყვით, ეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის, მხოლოდ მათთვის, ეს არის ცალსახა და ეს იკვეთება ყველაფრიდან , მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

აშშ-ის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია – “დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა, პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია ევროპასთან ინტეგრაციის სურვილთან”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები