
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნას დაესწრო.
მონუმენტი თბილისში, ვარკეთილში, ალიშერ ნავოის სახელობის პარკში გაიხსნა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და უზბეკეთის კულტურის მინისტრი ოზოდბეკ ნაზარბეკოვი.
აღინიშნა, რომ მონუმენტის გახსნა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის დასტურია.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოსა და უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს