
ავტორი
Front News საქართველო
რაც შეეხება ანტინარკოტიკულ პოლიტიკას. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული მონაცემები – 8000-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით, რეალიზაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ფასები არის დაახლოებით ხუთჯერ გაზრდილი ნარკოტიკულ საშუალებებზე და ესეც არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ხელმისაწვდომობა არის უკიდურესად შეზღუდული.
"თქვენ, მაგალითად, შეგიძლიათ წახვიდეთ თბილისის ერთ-ერთ კონკრეტულ უბანში, სადაც პრაქტიკულად ღიად იყიდებოდა ნარკოტიკები და იმ უბანში თქვენ ნარკოტიკს ვეღარ იყიდით. ასევე არის არაერთი სხვა ლოკაცია, სადაც ღიად შეიძლებოდა ნარკოტიკების ყიდვა და ყველაფერი არის აბსოლუტურად დახურული.
ფასები არის დაახლოებით ხუთჯერ გაზრდილი ნარკოტიკულ საშუალებებზე. ესეც არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ხელმისაწვდომობა არის უკიდურესად შეზღუდული. ეს არის ის სტატისტიკა, რაც დეტალურად შეგვიძლია გაგიზიაროთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს