
ავტორი
Front News საქართველო
დიდი ხანია, ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება, ქართველ ხალხს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება მიღებული 90-იანი წლების დასაწყისიდან, შესაბამისად, ასეთი შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ ჭრის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თუკი რაიმე არის შეუთავსებელი ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან, ეს არის ის მიდგომა, რომელიც არის ასახული ამ რეზოლუციაში.
"აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობაა. ადამიანებს რომ გადახედოთ, რომლებიც აინიცირებდნენ ამ რეზოლუციას, ნახავთ, რომ არაფერი კავშირი არ აქვთ ამ ადამიანებს ტრადიციულ ევროპულ გაგებასთან, აქედან გამომდინარე, თუ რაიმეა არაევროპული, ეს არის სწორედ ევროსაბჭოს ეს კონკრეტული შემადგენლობა და მის მიერ დამტკიცებული დოკუმენტები. არ არის შანტაჟები და მუქარები საინტერესო. დიდი ხანია, ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება, ქართველ ხალხს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება მიღებული 90-იანი წლების დასაწყისიდან, შესაბამისად, ასეთი შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ ჭრის. შანტაჟს არავითარი ფასი არ აქვს, შეიძლება, ბევრჯერ დაუშანტაჟებიათ ქართველი ხალხი, მაგრამ არც ერთხელ ეს შანტაჟი არ ყოფილა წარმატებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ქართველმა ხალხმა მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება 90-იანი წლების დასაწყისიდან შესაბამისად, ასეთ შანტაჟს ვერ ექნება ვერავითარი ძალა.
ჩვენ გვექნება 2028 წლის 28 ოქტომბერს არჩევნები, იქ თუ მოინდომებს ოპოზიცია პარლამენტში შემოსვლას, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ, მანამდე დემოკრატიული წესით ვმართავთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ის, რასაც გავაკეთებთ შემდეგი 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს