ირაკლი კობახიძე – შეიძლება, ვიფიქროთ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე

ავტორი
Front News საქართველო
შეიძლება, ვიფიქროთ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, კომისია ძალიან მარტივად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ იცის, რომ ამას არავითარი საფუძველი არა აქვს.
“შეიძლება პირადად მე არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არა აქვს. რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, შეგროვდება თუ არა ოპოზიციის 50 ხმა კომისიის შესაქმნელად და ექნება თუ არა მმართველი პარტიის მხარდაჭერა ამ წინადადებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე იმსჯელებენ.
“ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი პირადი პოზიციაა, შეიძლება ეს არც იყოს ცუდი, აქედან გამომდინარე შეიძლება, ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზეც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არარსებობას.
ამისთვის არის დრო თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია; მანამდე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




