
ავტორი
Front News საქართველო
შეიქმნა მორიგი, ალბათ, ორპროცენტიანი პარტია, ეს ორი პროცენტი საბოლოო ჯამში დააკლდება “ნაციონალურ მოძრაობას”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მიერ პარტია “ახალის” დაფუძნებას.
მისი თქმით, რაც მეტი 2-3 პროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი იქნება “ქართული ოცნების“ საბოლოო შედეგისთვის.
“რაც მეტი 2-3 პროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის. შეიქმნა მორიგი, ალბათ ორპროცენტიანი პარტია, ეს ორი პროცენტი საბოლოო ჯამში დააკლდება „ნაციონალურ მოძრაობას.“ ეს არის კარგი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს