
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ქვეყანაში არის 2 მთავარი პოლიტიკური ძალა და ერთ-ერთი დამნაშავე ძალაა, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, პოლარიზაცია ყოველთვის იქნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აქედან ერთადერთი თეორიული გამოსავალი ისაა, რომ მათ აღიარონ, ბოდიში მოიხადონ და წავიდნენ.
“ამის არავის გვჯერა. მათ რომ ჰქონდეთ ასეთი ღირსება, ბუნებრივია, იმ დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ. ამიტომ პრაქტიკულ გამოსავალზე თუ ვისაუბრებთ, ეს დამნაშავე ძალა უნდა დასუსტდეს. ჩვენ შემდეგი 3 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ძალის დასასუსტებლად – ეს არის ერთადერთი გზა პოლარიზაციის დასასრულებლად“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს