Logo

ირაკლი კობახიძე - შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე

პოლიტიკა
173
Frontnews image description

ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამის გამოხატულებაა მათ შორის, კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომელიც მთავრობამ საზოგადოებას წარუდგინა.

"ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები. წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე და ამაზე აქტიური ზრუნვა გრძელდება. ამის გამოხატულებაა მათ შორის, კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას და პირველ რიგში, გამოვყოფდი განათლების რეფორმას. ჩვენ შეგვიძლია სამ-ოთხ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ორი მიმართულებით, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა ასევე ეკონომიკის სწრაფი განვითარების ტემპის შენარჩუნება და ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ კუთხით 2025 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბევრი მიმართულებით შევძელით არასწორი პრაქტიკების გაუქმება, წარსულს მივეცით არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხებოდა ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკის სფეროს, რკინიგზას და ა.შ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ მეტად ეფექტიანად ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები