ირაკლი კობახიძე - შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში


ავტორი
Front News საქართველო
შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში, თითოეულ მუნიციპალიტეტში და ამის გარანტი იქნებიან სწორედ ის კანდიდატები, რომლებსაც დღეს წარვადგენთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მერობის თითოეული კანდიდატი შეირჩა საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად.
"კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია, უკვე ბილბორდები და ბანერებიც არის გამოკრული. დღეს შემაჯამებლად ერთიან სიას გავაცნობთ საზოგადოებას, საერთო სურათი არის ის, რომ მოქმედი მერების, ან მერის მოვალეობის შემსრულებლების ნახევარზე მეტი, კვლავაც იქნებიან წარდგენილი კანდიდატებად მერის პოზიციაზე, თუმცა გვეყოლება ახალი სახეები. თითოეული კანდიდატი შერჩეული იქნა საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილსინდისიერება, ეს არის პროფესიონალიზმი. ვფიქრობ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში, თითოეულ მუნიციპალიტეტში და ამის გარანტი იქნებიან სწორედ ის კანდიდატები, რომლებსაც დღეს წარვადგენთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს