ირაკლი კობახიძე - შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არის თვისებრივად შეცვლილი ვითარება სწორი პრინციპებით მუშაობის და ეფექტიანობის თვალსაზრისით

ავტორი
Front News საქართველო
გუნდის გადახალისებასაც გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ახალი გუნდი და თუ ათვლის წერტილს ავიღებთ იმ მომენტიდან, როდესაც მთავრობის მოქმედი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, შემიძლია, მე პირადად თამამად ვთქვა, რომ არის თვისებრივად შეცვლილი ვითარება ორივე მიმართულებით - ერთი - სწორი პრინციპებით მუშაობის და მეორე - ეფექტიანობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, გუნდი არის ძალიან გამოცდილი და მინისტრებს აქვთ სწორი მიდგომები.
"მე პირადად, დღევანდელი მოცემულობით, შემიძლია, კმაყოფილებით ვისაუბრო იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩვენი მინისტრები ახორციელებენ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მთავრობა, ნებისმიერი ინსტიტუტი საჭიროებს მუდმივ დახვეწას და რა თქმა უნდა, ჩვენც გვექნება ხარვეზები იგივე თუნდაც ეფექტიანობის კუთხით. გამორიცხულია, რომ არ არსებობს დარგები, სადაც უფრო ეფექტიანად არ შეიძლება წარმართო მაგალითად პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი საქმიანობის დახვეწაზე, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, პრინციპული გარდატეხა შევიტანეთ მთავრობის საქმიანობაში ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




