Logo

ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

პოლიტიკა
01.10.2024 / 16:33
287
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

“იაპონიის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს შიგერუ იშიბას წარმატებებს ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო აფასებს იაპონიასთან არსებულ შესანიშნავ პარტნიორობას. მადლობელი ვართ სხვადასხვა სექტორში იაპონიის მხარდაჭერისთვის.

მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობა“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

თაგები:

Advertisement