ირაკლი კობახიძე - შოვში მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა, ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას


ავტორი
Front News საქართველო
შოვში მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა - ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა, სადაც პატივი მიაგო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
მისი თქმით, თვე-ნახევარში უკვე დასრულდება მემორიალის მოპირკეთების სამუშაოები.
"შოვში მოეწყობა მემორიალი, თვე-ნახევარში უკვე დასრულდება მოპირკეთების სამუშაოები. ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა. პროექტი მომზადებულია, კიდევ ერთხელ გავეცანით ამ პროექტს და უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია და მათ შორის დაღუპულთა ახლობლებისათვის, რომლებიც ხშირად ამოდიან აქ, ტრაგედიის ადგილზე. ყველასთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შოვში აშენდეს ეს ტაძარი, მათ შორის, იმისათვის, რომ ჩვენ ამითაც კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს