
ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვართ, სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარაია, არის ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოველთვის იდგა და დღესაც იდგება მოწოდების სიმაღლეზე, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, ბუნებრივია, იქ იქნება პროპორციული ძალა გამოყენებული, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით.
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარია, არის ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე და დღესაც აუცილებლად იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ამაში, პირველ რიგში, იგულისხმება, რომ აუცილებლად იქნება დაცული თანაზომიერების პრინციპი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს