ირაკლი კობახიძე - სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით

ავტორი
Front News საქართველო
რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ.
"რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები და რეალურად ჩანს ძალიან კარგად, რომ სიღარიბის კლებისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ეს ჩანს უკვე პირველადი გადახედვის მონაცემებით, რომელიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




