Logo

ირაკლი კობახიძე - სიღრმისეულად გავაანალიზეთ ბოლონიის პროცესის თითოეული მოთხოვნა და განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია აღნიშნულ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია

პოლიტიკა
163
Frontnews image description

განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია, რომელიც წარმოვადგინეთ, სრულ შესაბამისობაშია ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ სრულად გააანალიზა ბოლონიის პროცესის თითოეული მოთხოვნა.

"ჩვენ სიღრმისეულად გავაანალიზეთ ბოლონიის პროცესის თითოეული მოთხოვნა, მათ შორის, სწავლების ხანგრძლივობის ნაწილში, სხვა რეგულაციების ნაწილში და ბუნებრივია, ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ის კონცეფცია რომელიც წარმოვადგინეთ, წარმოვადგინეთ სრულ შესაბამისობაში ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები