Logo

ირაკლი კობახიძე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს და პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

პოლიტიკა
152
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო, რომელიც სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მეუფე შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომლის გარდაცვალებიდან მე-9 დღე შესრულდა.

პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიარქის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მისი უწმინდესობის ხსოვნას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები