
ავტორი
Front News საქართველო
“სირცხვილია“ – ლიბერალურ ფაშისტული ორგანიზაცია, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული დანაყოფი, „ფრანკლინის კლუბი“ – ეს ლიბერალურ-ფაშისტური ორგანიზაციები იმართება თქვენი მხრიდან და თქვენ აქეზებთ ამ ადამიანებს ძალადობისკენ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, მოძალადეები, რომლებიც კონკრეტულად ჩადიოდნენ დანაშაულს, თავისთავად არიან დანაშაულის ჩამდენი პირები, მაგრამ ასევე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლი.
“მოძალადეები, რომლებიც კონკრეტულად ჩადიოდნენ დანაშაულს, თავისთავად არიან დანაშაულის ჩამდენი პირები, მაგრამ ასევე არიან თქვენი – კოლექტიური ნაცმოძრაობის მსხვერპლი. მე შეგახსენებთ „სირცხვილია“ – ლიბერალურ ფაშისტული ორგანიზაცია, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული დანაყოფი, „ფრანკლინის კლუბი“ – ეს ლიბერალურ-ფაშისტური ორგანიზაციები იმართება თქვენი მხრიდან და თქვენ აქეზებთ ამ ადამიანებს ძალადობისკენ, შესაბამისად, დიდწილად ეს ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობაში 7-8 მარტს, არიან თქვენი – კოლექტიური ნაცმოძრაობის მსხვერპლი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს