ირაკლი კობახიძე - სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნესსაქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი


ავტორი
Front News საქართველო
ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა ამ პროექტის განხორციელებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
მისი თქმით, სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი.
"ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა ამ პროექტის განხორციელებას. კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილიყო ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა, ამხელა ხელშეწყობის მიუხედავად, მათ ვერ მოიზიდეს ინვესტიციები და მთლიანად ჩააგდეს ეს პროექტი. ეს ყველაფერი საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა, მაგრამ მაინც არ იშლიან თავისას. როდესაც ასეთ დროს ჯიუტად იმეორებ სხვა რამეს, გასაგებია, რა არის მათი მოტივაცია. სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს