Logo

ირაკლი კობახიძე – სხდომაზე განვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობა და დადებითი ტენდენციები

პოლიტიკა
567
Frontnews image description

მქონდა პატივი,  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ  ნიკოლ ფაშინიანთან თანათავმჯდომარეობის რეჟიმში მეხელმძღვანელა  სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

“განხილვისას აქცენტი გაკეთდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული  ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე, რომლის დადებითი ტენდენციაც გვახარებს ამ ბოლო წლებში.  არსებული პლატფორმა უზრუნველყოფს ღირებული შესაძლებლობების შექმნას ჩვენი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, არსებული თანამშრომლობის ფორმატების გასაუმჯობესებლად და ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად. ძლიერი საფუძვლითა და მნიშვნელოვანი პოტენციალით, ვიღვწით  ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების სასარგებლოდ პარტნიორობის განვითარებისკენ”, – წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები