ირაკლი კობახიძე - სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი

ავტორი
Front News საქართველო
ორი წლის წინ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც განსხვავდება ახლახან მიღებული FARA-ს კანონისგან, რომელიც ამერიკული კანონის ასლია. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება არის ყოველწლიური ანგარიშგება.
"ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება არის ყოველწლიური ანგარიშგება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ორგანოებისთვის ფინანსური ანგარიშგება - სულ ეს არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც მხოლოდ ქვეყანაში ამ რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა USAID-ისა და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით განხორციელებული ამ ტიპის ნეგატიური პრაქტიკა და გვიხარია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სრულად დახურა ეს ორგანიზაციები შეერთებულ შტატებში. რაც მოგვიანებით გავაკეთეთ, როდესაც ვნახეთ ეს კრიტიკა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებით, არის ის, რომ ჩვენ დავაკოპირეთ ამერიკული FARA-ს კანონი. ეს არის ზუსტი ასლი, მაგრამ ისინი კვლავ აკრიტიკებენ მას, ამიტომ ეს ჩვენთვის ნამდვილად სასაცილოა, უბრალოდ სასაცილოა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


