Logo

ირაკლი კობახიძე - სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტი ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია, 35 წელია ასეა

პოლიტიკა
260
Frontnews image description

სხვისი ქონების დაზიანება, თუ  შესაბამისი ნივთი 150 ლარის  ზევით ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აქტივისტის მეგი დიასამიძის დაკავებას ეხებოდა.

მისი თქმით, დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს.

"მე არ ვიცი, 5 წელი იქნება თუ რამდენი, ამას გადაწყვეტს სასამართლო. 35 წელია ასეთი რამ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ჩვენ არ მოგვიგონია.  სხვისი ქონების დაზიანება, თუ  შესაბამისი ნივთი 150 ლარზე  მეტი ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა. დანაშაული არის დანაშაული და დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement