
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, გარემოს დაცვის მინისტრ ტომაშ ტარაბას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც ბაქოში, მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების მნიშვნელობას და სლოვაკურ მხარეს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს