ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
"აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია სომხეთსა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და ამ გზით რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს