Logo

ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
251
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს და შრომისა და სოციალური საკითხების სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები მიმოიხილეს.

აღინიშნა ორი ქვეყნის უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები