ირაკლი კობახიძე - სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მისი თქმით, განიხილეს თავდაცვის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი.
"შევხვდი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს. განვიხილეთ თავდაცვის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით“, - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




